ლევან მურუსიძეს გასაუბრებაზე 15-ქულიან შეფასებაში 20 ქულა დაუწერეს – რა ინფორმაციას ავრცელებს საია-ს თავმჯდომარე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურისიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა 15-ქულიან შეფასებაში 20 ქულა დაუწერა.
შესაბამის ინფორმაციას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ყოველ შემთხვევაში, საბჭოს ერთი წევრი მაინც. კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, ეს ლევან მურუსიძისათვის გასული წლის 27 დეკემბერს საბჭოს ერთ-ერთი წევრის მიერ დაწერილი შეფასებაა. მიუხედავად იმისა, რომ “ზეპირი კომუნიკაციის უნარებში”, შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის “ზეპირი კომუნიკაციის უნარი”, ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს (ყოველ შემთხვევაში არაფორმალური კომუნიკაციის მაინც)”, – წერს სულხან სალაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები