მიხეილ ბატიაშვილი: უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ის პროფილური საგნები ჩააბარებინონ, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ

„უნივერსიტეტებს შეუძლიათ აბიტურიენტებს ჩააბარებინონ ის პროფილური საგნები, რაც მათ მომავალი განათლებისთვის სჭირდებათ,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განათლების რეფორმის წარდგენისას განაცხადა.
“ 2020-წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა – ტექნიკური, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და უმაღლეს სასწავლებლებს უფლება ექნებათ, თავად დანიშნონ გამოცდა აღნიშნულ ან/და სხვა რელევანტურ საგანში. 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება. სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სისტემა 10 წლამდე გაიზრდება. დამტკიცდება საშუალო საფეხურის (მე -11 და მე-12 კლასების) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები