ადვოკატი: გვაქვს მოლოდინი, რომ დეკანოზის საქმე, შესაძლოა, იმაზე სწრაფად განიხილოს სტრასბურგის სასამართლომ, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში ხდება

ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაგზავნილია.
„არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელმაც შეისწავლა საქმე განაჩენიდან გამომდინარე დ ა საინფორმაციო წყაროებიდან მიიღეს ინფორმაცია, ყველა ცალსახად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი დარღვევები იყო. ხელისშმეშლელიც არ იქნება ევროპული სასამართლოსთვის მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელშიც პირდაპირ იქნება ასახული ის, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი და როგორი უსამართლოა ეს ყველაფერი“, – განაცხდა დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში გამართულ პრეკსონფერნეციაზე.
ადვოკატ გიორგი ფანცულიას თქმით, აქვთ იმის მოლოდინი, რომ დეკანოზის საქმე , შესაძლოა, იმაზე სწრაფად განიხილოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში განიხილავს.
„პირველი ბარიერი, რაც უნდა გადალახოს ამ სარჩელმა არის სწარმოებაში მიღება-არმიღების საკითხი, იქიდან გამომდიანრე, რომ სტარსბურგის სასამართლო არ განიხილავს ყველა საჩივარს, რომელიც გაგზავნილია. პირველის საკითხია წარმოებაში მიღება- არმიღების საკითხი, ამის შემდეგ იქნება არსებითი განხილვა. ვინაიდან ადამიანის უფლებები ციხეში ძალიან იზღუდება, გვაქვს იმის მოლოდინი , რომ დეკანოზის საქმე , შესაძლოა, იმაზე სწრაფად განიხილოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევაში განიხილავს“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას აპირებდა და ამას ანგარებით აკეთებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები