შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია, ვლადიმერ ბორცვაძემ ჩაანაცვლა

მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ბრძანების ტექსტშია ნათქვამი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მერაბ მალანია შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან 6 თებერვალს გათავისუფლდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომელიც 6 თებერვლით არის დათარიღებული – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები