თვითმფრინავის ნაწილებს შორის, რომლითაც ემილიანო სალა მიფრინავდა, ცხედარი იპოვეს
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილებს შორის, რომელზეც არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა იმყოფებოდა, ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული საგამოძიებო განყოფილება (AAIB) ავრცელებს.
3 იანვარს დაკარგული თვითმფრინავის ბორტზე, ფეხბურთელის გარდა, 59 წლის მფრინავი დევიდ იბოტსონიც იმყოფებოდა.
“უკონტაქტო მართვის წყალქვეშა აპარატმა ღამე შეისწავლა ტერიტორია, მაგრამ ახალი ნაწილები არ აღმოუჩენია. ეს ტრაგიკულია, მაგრამ ვიდეოზე, რომელიც აპარატმა გადაიღო დაღუპულის სხეული ჩანს. საჰაერო საგამოძიებო განყოფილება შემდეგი ნაბიჯების განსახორციელებლად გადაწყვეტილებას მიიღებს. მფრინავის და ფეხბურთელის ოჯახებთან, ამ დრომდე, კონსულტაციები მიმდინარეობს”, – ნათქვამია “AAIB”-ის განცხადებაში.
ვისი გვამია ასახული ვიდეოზე, ჯერჯერობით, უცნობია.
თარგმნა ანა პაპიძემ