უმრავლესობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე ანრი ოხანაშვილს წარადგენს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საგაზაფხულო სესიაზე უმრავლესობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე ანრი ოხანაშვილს წარადგენს. როგორც მან, “ქართული ოცნების” ოფისში სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მსჯელობის შედეგად მიიღეს.
“წინ გვაქვს საგაზაფხულო სესია, იცით, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე უნდა წარადგინოს უმრავლესობამ. ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე წარვადგენთ ანრი ოხანაშვილს. წარმატებებს ვუსურვებ მას, ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობდა.