„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს (ვიდეო)

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატ სიმონ ნოზაძის თქმით, შეხვედრის თემა მოსამართლეების საკითხი იქნება. როგორც მან აღნიშნა, წინა კვირების განმავლობაში, ამ თემასთან დაკავშირებით, ნაყოფიერი შეხვედრები იყო.
„დღის წესრიგში, რაც მე მომივიდა, წერია, რომ ისევ გაგრძელდება მსჯელობა მოსამართლეების საკითხზე. სხვა თემები არ ვიცი. წინა კვირებში, მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები იყო, სადაც შევთანხმდით, რომ მოდით, ყველაფერი გადავაბაროთ სამუშაო ჯგუფს, მათ შეიმუშაონ კრიტერიუმები და მერე ვიმსჯელოთ მოსამართლეების საკითხზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები