დავით მათიკაშვილი: მთელი კომიტეტი აბსოლუტურად თანაზიარნი და სოლიდარულნი ვართ ეკა ბესელიას მიმართ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომა სპეციალური განცხადებით გახსნა.
მისი თქმით, კომიტეტის წევრები სოლიდარობას უცხადებენ თავიანთ კოლეგა ეკა ბესელიას და მზად არიან დისკუსიებისთვის, რათა პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელი გამკაცრდეს. „მინდა, გამოვეხმაურო და დავგმო ის ამაზრზენი და ბინძური ქმედება, რაც ჩვენი კოლეგის, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელდა და რომელიც პირადი შინაარსის მქონე ინფორმაციის გავრცელებას ეხება. ეს არის ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში. მთელი კომიტეტი აბსოლუტურად თანაზიარნი და სოლიდარულნი ვართ ჩვენი კოლეგის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და ამ სახის დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრებაზე ვიმსჯელოთ, თუკი ის დადებითად იმოქმედებს და პრევენციული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები