მამუკა ბახტაძე: კატეგორიულად ვგმობ, ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ეს არის უმძიმესი დანაშაული

„კატეგორიულად ვგმობ, ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ეს არის უმძიმესი დანაშაული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი. „მსურს, გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. კატეგორიულად ვგმობ, ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხები. შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის საქმეზე უკვე დააკავა 16 პირი. ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისათვის, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები