ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლა მოსწავლეების მხრიდან გაკვეთილებზე მობილური ტელეფონის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ინიციატივით, 2019 წლის პირველი თებერვლიდან მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განმავლობაში მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალებათ.
როგორც “კვირას” სკოლიდან აცნობეს, აკრძალვა ითვალისწინებს უშუალოდ გაკვეთილების პროცესში ტელეფონით სარგებლობას და მის გამოყენებას.
“მიგვაჩნია, რომ ტელეფონების გამოსხივება უარყოფითად აისახება მოზარდების ჯანმრთელობაზე და ამავდროულად სასწავლო პროცესის დროს სარგებლობა აფერხებს სასწავლო პროცესში ჩართულობას.
ვფიქრობთ, რომ მოსწავლე მთლიანად უნდა იყოს მობილიზებული სასწავლო პროცესზე და სოციალურ ქსელში, ინტერნეტით სარგებლობა ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე ერთდროულად ფიზიკურად იმყოფება სკოლაში, მაგრამ თავისი ცნობიერებით და აზროვნებით, ყველა ფსიქიკური პროცესით ფსიქოლოგიურად იმყოფება გარეთ.
ინიციატივა ეხება ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც მიმდინარე კანონმდებლობის გათვალისწინებით ირიცხება ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლაში”, – აცხადებენ სკოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები