“ჩააბარებენ თუ არა წელს გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები, გადაწყვეტილებას კონუსლტაციების შემდეგ მივიღებთ”
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მე-12 კლასელებისთვის გამოცდების გაუქმება ბევრ საკანონმდებლო ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები სხვადასხვა მხარესთან მალე დასრულდეს.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული.
„ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით, იქნებიან სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული.მე-11 კლასე
ლებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნებულია.