ევროკავშირი “ბრექსითის” შეთანხმების გადახედვას არ გეგმავს

ევროკავშირის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის აცნობა, რომ ევროკავშირი არ გეგმავს, გადახედოს “ბრექსითის” შეთანხმებას, რომელიც 25 ნოემბერს დაიდო.
“ჩემი გზავნილი პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის გარკვეულია. ევროკავშირის პოზიცია ცნობილი და თანმიმდევრულია. ევროკავშირიდან გამოსვლის შეთანხმება გადახედვას არ ექვემდებარება”, – ნათქვამია დონალდ ტუსკის მიმართვაში.
მან მწუხარებით განაცხადა, რომ მისთვის ლონდონის გეგმები დღემდე უცნობია.
“გუშინ ჩვენ გავიგეთ, რა არ სურს დიდ ბრიტანეთს. მაგრამ დღემდე არ ვიცი, მაინც, რა სურს მას”, – განაცხადა ტუსკმა.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები