რუსეთის საგარეო უწყება: დროებით პრეზიდენტად მოვლინება და მისი აშშ-ის მიერ აღიარება ვენესუელას საზოგადოების გახლეჩისკენაა მიმართული
ვენესუელაში ოპოზიციის წარმომადგენლის დროებით პრეზიდენტად მოვლინება და მისი აშშ-ის მიერ აღიარება ვენესუელას საზოგადოების გახლეჩისკენ, ქუჩური გარჩევების ზრდისკენ, შიდაპოლიტიკური ვითარების რადიკალური ცვლილებისა და შემდგომში კონფლქიტის ესკალაციისკენაა მიმართული. მსგავსი კარგად შემუშავებული “ორხელისუფლებიანობა” პირდაპირი ნაბიჯია ქაოსისკენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება ვენესუელელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ სხვის თამაშს არ აყვნენ და მარიონეტებად არ იქცნენ.
“აღსანიშნავია, რომ რიგი დედაქალაქებიდან გარკვეული გზავნილები მოდის. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში გარედან მოხდეს ჩარევა.
მივმართავთ საღად მოაზროვნე ვენესუელელ პოლიტიკოსებს, რომლებიც მარუდოს მმართველობის წინააღმდეგნი არიან, სხვის თამაშში მარიონეტებად არ იქცნენ.
საკუთარი მომავლის განსაზღვრა მხოლოდ ვენესუელას მოსახლეობას შეუძლია. დესტრუქციული გარე ჩარევა, მით უმეტეს, ამჟამინდელ დაძაბულ ვითარებაში, მიუღებელია. წაქეზებას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. ეს პირდაპირი გზაა უკანონობისა და სისხლისღვრისკენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.