ეკა ბესელია: საკითხი-გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა
საკითხი – გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელია არ გამორიცხავს, რომ ორ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს შეხვედრები.
“მე იგივე პოზიცია მაქვს და საკითხი – გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე, საერთოდ არ დასმულა და გთხოვთ, ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.