არჩილ თალაკვაძე: გუნდში ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა იმუშავებს ისეთი სასამართლოს შექმნისთვის, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, გუნდში ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს.
„ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ამ თემაზე პოზიციები გამოეთქვა და ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს. ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს, სამუშაო პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ. შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც. შეხვედრა ჩვენ არგუმენტირებულ რეჟიმში მსჯელობას დავუთმეთ და ვხედავ რესურს, რომ ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმებები გუნდში იყოს მიღწეული. რაც მთავარია, დღეს შეიძლება ითქვას, რომ გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და სასამართლოსთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.