“ბიძინა ივანიშვილი არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი, საზოგადოებასთან და გუნდთან შეთანხმებულად გადაწყდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე დისკუსია იმ საკითხზე წარიმართა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სასამართლოს ნდობა საზოგადოებაში.
მისი თქმით, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსამართლეთა დანიშვნის თემაზე საზოგადოების და გუნდის პოზიცია ერთმანეთს დაემთხვეს.
“დისკუსია წარიმართა იმ თემის გარშემო, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სასამართლოს ნდობა საზოგადოებაში. შევთანხმდით, რომ ხვალაც გავაგრძელებთ ამ საკითხზე მსჯელობას, რადგან ამ თემით ბევრია დაინტერესებული და დღეს, დრო არ გვეყო. ​დამოუკიდებელი საქართველო არ იცნობს მსგავს მაგალითს, რომ მოსამართლეების შერჩევისას რაიმე კრიტერიუმებით მომხდარიყო შერჩევა. ბოლოს მარგველაშვილმა სცადა არასამთავრობოებთან მიეღწია კონსენსუსი, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა ჩვენ მსოფლიო პრაქტიკის მაგალითებით და ქვეყანაში არსებული რეალობით ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ სწორი კრიტერიუმები.
ეკა ბესელია არაა ერთადერთი რომელსაც საკუთარი აზრი აქვს, ამ აზრის უკან ათეულობით დეპუტატია. ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ ის არ დაზოგავს დროს და ენერგიას იმისათვის, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. ის დღეს იქცეოდა, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი და ცდილობდა ყველასთვის მოესმინა. მე ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი დროის სიმცირის გამო. ამიტომ ხვალ გავაგრძელებთ მსჯელობას. ჩვენ უნდა დავბადოთ თავისუფალი სასამართლო სისტემა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები