ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის მადლიერი ვარ

„მე მართლა მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის, დღეს არ იყო ადვილი ამ პროცესის მედიაცია“, – ამის შესახებ პარლამენტის იუიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უმრავლეოსბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ეკა ბესელიამ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ სხდომაზე მედიატორისა და ლიდერის ფუნქცია ძალიან კარგად ეასულა.
„დღეს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ლიდერის და მედიატორის ის როლი და ფუნქცია რომლითაც მან შეძლო, რომ ეს სხდომა წაეყვანა მაქსიმალურად კონსტრუქციულად, მაქსიმალურად კოლეგიალურად, კულტურულად და ეთიკურად, ამიტომ მე ვამბობ რომ მისი როლი დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო კარგი საუბარი. პარტიის ლიდერს აქვს სწორი პოზიცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი პოზიცია პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ის რომ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეს, მან თქვა რომ ეს გავაგრძელოთ იქამდე სანამ არ შევთანხმდებით.
პარტიის თავმჯდომარე გამოთქვამს მზაობას და აქვს სურვილი რომ პროცესი წარიმართოს მშვიდად, ერთმანეთთან დებატების გარეშე, დაძაბულობის გარეშე. ძალიან ცდილობდა დღეს და მე მართლა მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის რომ დღეს არ იყო ადვილი ამ პროცესის მედიაცია, მაგრამ ძალიან კარგად უძღვებოდა ის ამ პროცესს როგორც ლიდერი და მისი მზაობაა რომ მოვნახოთ კონსესუსი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის განცხადებით, მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები