„ყაზტრანსგაზმა“ ბათუმის ქუჩაზე გაზის გაჟონვა აღმოფხვრა

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა ბათუმის ქუჩაზე გაზის გაჟონვა აღმოფხვრეს. გაჟონვის აღკვეთა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
„ბათუმის ქუჩიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. 27ა-ში კორპუსის დათვალიერებისას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გამათბობელი მოხსნილი იყო და გაზის რეზინის მილი, დანადგარზე მიერთების გარეშე, ღია მდგომარეობაში, იატაკზე ეგდო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სპეციალისტებმა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ გადაკეტეს გაზის მიწოდება“,- ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბოლო სამ დღეში ეს დაახლოებით მეათე შემთხვევაა, როცა დაკეტილ ბინებში მობინადრეების მხრიდან თვითნებური, უკანონო მიერთებები და დაზიანებები დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები