ლევან ჩხაიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

უნგრეთში გარდაცვლილ ქართველ ჟურნალისტს, ლევან ჩხაიძეს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.
“ლევან ჩხაიძეს (ჯაკოს) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარასკევს, 25 იანვარს, 17:40 საათზე ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, ფიროსმანის ქ. 6. გამოსვენება კვირას, 27 იანვარს ქაშვეთის ეკლესიიდან 15 საათზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები