ლევან გოგიჩაიშვილი: გვჭირდება ისეთი სასამართლო, რომლის მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ნდობა ექნებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე იქნება საუბარი. როგორც მან აღნიშნა, უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიაში შემავალი პირები მოქალაქეების ნდობას არ იმსახურებდნენ. ამიტომ, მისივე განცხადებით, ეს საკითხი წყალგამყოფია საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.
“შევეცდებით, ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეები უმნიშვნელოვანესი საკითხია. რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი ის მოსამართლები ვერ აკმაყოფილებდნენ ძალიან ბევრ მოთხოვნას. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, ამომრჩეველთან კონფლიქტია იმ სიაში შემავალი პირების მხარდაჭერა. ჩვენ წარმოვადგენთ მათ ნებას ამ საკითხთან დაკავშირებით. რადგან გვჭირდება ისეთი სასამართლო, რომლის მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ნდობა ექნებათ, ის სია კი აბსოლუტურად მიუღებელი მომავლისთვის. ჩინჩალაძის, მურუსიძის მხარდაჭერა არის წყალგამყოფი. შესაბამისად ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. ასევე, საუბარი იქნება იუსტიციის საბჭოზეც”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, ​ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი და მისი თანამოაზრეების უმრავლესობის დატოვების საკითხი ახლა დღისწერიგში იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები