„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
სხდომას, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
ამ დროისათვის, ოფისში უკვე მივიდა დეპუტატი ეკა ბესელია, შოთა ხაბარელი, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვები.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხებია. მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით.
„უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები