ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ხაშურში უკანონო სახერხი გამოავლინეს.

“ერთი ერთეული ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე იყო დამონტაჟებული. სახერხის ტერიტორიაზე, 33 ცალი წაბლის სახეობის მორი, 13.8 მ3 წიფლის, 9.2 მ3 მურყანისა და 6.7 მ3 წაბლის სახეობის ფიცარი იყო განთავსებული.

 საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის 1-ელი  ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე მონტაჟს გულისხმობს”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები