ხათუნა ივანიშვილი: პროექტები საქართველოში განხორციელების ეფექტიანობის შეფასებისა და ანალიზის შედეგად შეირჩა

კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით,მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, 2019 წელს 5 მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

„პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკის შესწავლის, მათი საქართველოში განხორციელების ეფექტიანობის შეფასებისა და ანალიზის შედეგად შეირჩა,- ამის შესახებ მედიას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მედიაწიგნიერების განვითარების მთავარი მიზანი არასრულწლოვნთა მავნე ზეგავლენისგან დაცვადა მათი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება.

„პროექტების შესახებ დღეს განათლების მინისტრმა ისაუბრა რეფორმის პრეზენტაციაზე. პროექტების ფარგლებში, ბავშვებთან, მოზარდებთან ინტერნეტის საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიტანისა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარების მიზნით ვიმუშავებთ, შეიქმნება ქართულ ენაზე ონლაინ აპლიკაცია დასამაგიდო თამაში, ჩატარდება საგანმანათლებლო მოკლევადიანი კურსი ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების შესასწავლად, ასევე – მედიაწიგნიერების კონკურსი და ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მედიაწიგნიერების საკითხებს დასხვადსხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე იქნება მორგებული“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2019 წლის შემოდგომიდან 50-ამდესკოლაში განათლების რეფორმის ფარგლებში,შევა ახალი სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“, მანამდე კი წიგნის ავტორი ლინდა ლუკასი, რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ მიერ 2018 წელს აღიარებულია 50 საუკეთესო პროგრამისტ ქალს შორის, ეწვევა საქართველოს და თავადგადაამზადებს მასწავლებლებს, ტრენერებს, რომლებიც შემდგომ მოსწავლეებს გადასცემენ ამცოდნას.

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო პროექტზე „გამარჯობა რუბი“ – ესარის ფინური წიგნის სერია, რომელიც მიზნადისახავს კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას, კრიტიკული შეფასებისადა ანალიზის უნარის განვითარებას; ეს არისძალიან წარმატებული წიგნი მთელ მსოფლიოში და 25 ენაზეა ნათარგმნი, მაგალითად, ქალაქ ნიუიორკში დაწყებით კლასებში პროგრამირებას მოზარდებს სწორედ ამ წიგნით ასწავლიან და ესარის სახელმძღვანელო. ეს არის პრაქტიკული სწავლება, მათ შორის სავარჯიშოების სახით. ამწიგნით სწავლება სექტემბრიდან განათლების რეფორმის ფარგლებში შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში განხორციელდება“, – აღნიშნა ხათუნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები