ზურაბ დათუნაშვილი: ვინმეს დაკავება ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა

ევროპის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის თქმით, მას არავის დაკავების სურვილი არ ჰქონია. როგორც მან აღნიშნა, ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც სპორტსმენზე ხელს აწევს, თანამდებობაზე აღარ უნდა იყოს.
​ “ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჭირათ. მე უბრალოდ ვიტყოდი იმას, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება იმისა, რომ თავში ვიღაცას ჩაარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და ეს არის დღესაც.
მე ეგეთი ოჯახის არ მწამს, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს, იმის გვერდით არ დგახარ. შემდეგ მეორე ოჯახის წევრს, რომელსაც ძალაუფლება აქვს, იმას გაუჭირდა და იმის გვერდზე დგახარ, მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არაა ოჯახი,“ – განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, გია გეგეშიძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები