საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური: ვაშლიჯვრის მე -7- „ა“ კორპუსში რაიმე სახის საფრთხე არ არსებობს

ამ წუთებში ვაშლიჯვარში, მე -7- „ა“ კორპუსში რაიმე სახის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, პანიკა უსაფუძვლოა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან „ყაზტრანსგაზისა“ და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
არსებულ ვითარებამდე რამდენიმე წუთით ადრე, აღნიშნული მისამართის მოსახლეობამ კორპუსში გაზის სუნი იგრძნო და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეციალურმა აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა კორპუსის მეოთხე სართულზე დააფიქსირა. თუმცა, საცხოვრებელი ბინა დაკეტილი აღმოჩნდა.
სპეციალისტებმა საცხოვრებელ კორპუსში გაზის მიწოდება დროებით შეწყვიტეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები მე-4 სართულზე ავიდნენ და საცხოვრებელი ბინა ჰაერით გაწმინდეს.
უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ საკუთარი ნებით საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ამ დროისათვის, ვაშლიჯვრის დასახლების მე -7 „ა“ კორპუსში ვითარება დასტიბილურდა. თუმცა, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტები და მაშველები ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები