ნატოს გენერალური მდივანი: მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით

საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მარტში ნატო-საქართველოს წვრთნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს 17 მოკავშირე.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ყველაფერი ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.
“ასევე, მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით. განსაკუთრებით აღვნიშნავ უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფრო ეფექტურ ინსტიტუტებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მოგიწოდებთ განაგრძოთ ეს გზა. ასევე, მივესალმები საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას მშპ-ს 2% თავდაცვით ხარჯებს მოახმაროს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს.
მან რუსეთს აღნიშნული რეგიონებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები