ზვიად კვაჭანტირაძე: სირცხვილია, რასაც ამბობს სერგი კაპანაძე

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სპეკულაციას უწოდებს.
შესაბამის პოსტს კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“აქაც დავწერ.
სირცხვილია, რასაც ამბობს კაპანაძე. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიას არათუ მხარი დავუჭირე- მე ვიყავი ამ საკითხის ერთ-ერთი თანაინიციატორი და წარმდგენი, ისევე როგორც დ. ცქიტიშვილი უმრავლესობიდან და დ.ბაქრაძე და გ. კანდელაკი უმცირესობიდან. ვინაიდან გ. კანდელაკს ძალიან სურდა ამ თემაზე სიტყვით გამოსვლა მან, როგორც ასამბლეის სათადარიგო წევრმა მომმართა თხოვნით მე, როგორც ასამბლეის მუდმივ წევრს სესიის სხდომის მეორე ნახევარში მისთვის დამეთმო ჩემი ადგილი, რომ მას გამოსვლის საშუალება მისცემოდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ასამბლეაში და ეს ხდება ასამბლეის სამდივნოს წინასწარი გაფრთხილებით. შეიძლება დელეგაციის სათადარიგო წევრს დაუთმო ადგილი მუდმივმა წევრმა დღის პირველ ან მეორე ნახევარში, მაგრამ იმ დღეს უკან ვეღარაფერს შეცვლი. მე მას დავუთმე ჩემი ადგილი და მივეცი გამოსვლის საშუალება და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩემს ნაცვლად. მე ხმას ფიზიკურად ვეღარ მივცემდი, რადგანაც კანდელაკს დავუთმე ადგილი.
კაპანაძემ ეს არ იცის?
კომუნიკაცია მოშლილი გაქვთ?
კარგით რა, სირცხვილია ამდენი სპეკულაცია. ამდენი ტყუილი , ნახევრად ტყუილი და ინსინუაციები. გასაგებია, რომ ეს გათვლილია ადგილობრივი მოხმარებისთვის. ვიღაცამ მოისმინა ეს ტყუილი, დაიჯერა და შესაძლებელია პასუხს ვერც ან არც მოუსმინოთ. აი, ასეთ მანიპულაციებზე და ბლეკმეილინგზე ხარჯავენ დროს და ენერგიას, თუმცა მაინც – ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ყოველთვის”, – წერს კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი მათმა არცერთმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე “მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას.
მისი თქმით, ორად-ორი დეპუტატი საქართველოდან, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები