რას ყვება იმ ბაღის ძიძა, სადაც 4 წლის ბავშვმა სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია

ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღის ძიძის, იამზე გაბაიძის თქმით, მან დაზუსტებით არ იცის დალია თუ არა 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი.
როგორც მან მომხდარი ფაქტის გახსენებისას განაცხადა, ბავშვი წლის დასალევად სამზარეულოში შევიდა, მაგიდაზე კი ხსნარიანი ჭურჭელი იდგა.
​ძიძის ინფორმაციით, ბავშვი საბავშვო ბაღის ექთანთან მიყვანისას კონტაქტური იყო.
“სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებდი, თითქმის დასრულებული მქონდა, სამზარეულოში ბავშვი შემოვიდა წყალი მთხოვა. გამოყენებული ხსნარის ჭურჭელი ინსტიქტურად გვერდით დავდე და ჭიქაში წყლის შევსება დავიწყე, ამ დროს ბავშვმა ხსნარიანი ჭურჭელი აიღო და პირთან ჰქონდა მიტანილი. არაფერი დამინახავს, დალია თუ არა. შევშინდი და ბავშვი საბავშვო ბაღის ექთანთან მივიყვანე. ბავშვი იყო კონტაქტური, უბრალოდ, შეეშინდა ჩემს რეაქციაზე, როდესაც ექიმთან მიმყავდა”, – განაცხადა იამზე გაბაიძემ.
​შეგახსენებთ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები