ლევან მურუსიძე კრიტიკით დაკავებულ არასამთავრობოებს საკამათოდ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში იწვევს

მოსამართლე ლევან მურუსიძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიერ ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუში „პირისპირ“ გამართულ დებატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
„ფეისბუქზე ღლიცინს, ურჩევნიათ ერთხელ მაინც გაბედონ და პირისპირ დამიჯდნენ დებატში“- ასე ეხმაურება მოსამართლე ლევან მურუსიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოხმაურებას ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუში „პირისპირ“ გამართულ დებატთან დაკავშირებით.
მურუსიძე აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, გადაცემაში გიორგი მშვენიერაძის გარდა სხვა ოპონენტებიც ჰყოლოდა, თუმცა, მიუხედავად შეთავაზებისა, მათ ეს არ ისურვეს:
„კარგი იქნებოდა, გუშინდელ დებატში უფრო მეტი ოპონენტი მყოლოდა, თუმცა, მიუხედავად შეთავაზებისა, მიწვეულმა არასამთავრობოებმა ვერ გაბედეს პირისპირ დებატი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოსამართლეების მიმართ აგორებული შავი პიარ-კამპანია პოლიტიკური პარტიებისაგან მართული პროცესია, რომლის მიზანი საზოგადოებაში მოსამართლეების იმიჯის შელახვაა. ისინი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ უკან პოლიტიკური პარტიები დგანან“, – აცხადებს ლევან მურუსიძე და მისი კრიტიკით დაკავებულ მესამე სექტორის წარმომადგენლებს საკამათოდ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები