ნაძალადევის რაიონში 15 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა

ნაძალადევის რაიონში 15 ფიტნესზონის მოწყობა დასრულდა. თითოეულ მისამართზე კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.
ერთ-ერთი ახალი ფიტნესზონა, რომელიც ზესტაფონის ქ. N19ა-ში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა.
„სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 ლოკაციაზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნესზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
17 ახალი ფიტნესზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 293 800 ლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები