დიმიტრი ხუნდაძე – „არ მომწონს ტერმინი – „ძველები და ახლები“, ეს ხელოვნურად ყოფს გუნდს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ყველას და მათ შორის, ჟურნალისტებსაც, ტერმინს უწუნებს. დეპუტატი თვლის, რომ სწორი პოზიცია არის ის, რაც თავისუფალია ძველი თუ ახალი ვალდებულებებისგან.
„არ მომწონს ტერმინი – “ძველები და ახლები”, ეს ტერმინი ხელოვნურად ყოფს გუნდს. ყველა პარტიაში არიან ძველი და ახალი სახეები, რაც ბუნებრივი პროცესია. თუმცა, კონკრეტულ საკითხებზე პირადი შეხედულებების გამო, გუნდის წევრების დაყოფა „ძველებად“ და „ახლებად“, აბსურდული და მიუღებელია. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, ყველამ კარს მიღმა უნდა დავტოვოთ ჩვენი პირადი ინტერესები, ემოციები, ამბიციები და ცივ გონებაზე მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც წაადგება ქვეყანას და საზოგადოებას. გუნდის დაყოფას ვერ მოვუწონებ ვერავის, ვერც „ძველებს“ და ვერც „ახლებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები