საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები