„ისევ არაფერი ვიცით” – გორში მოკლული მოზარდის ცხედრის ძიება შეწყდა

გორის კულტურისა და დასვენების პარკი პოლიციამ დატოვა. ამ დროისთვის „ახალბაღში“ აღარც სამართალდამცველები იმყოფებიან და სამძებრო სამუშაოებიც აღარ მიმდინარეობს.
გორის ცენტრალურ პარკში, 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გასული წლის ნოემბრის თვეში მას შემდეგ განახლდა, რაც 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს ბერძნიშვილის გადამალული ცხედრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია „ახალბაღში“ 24 საათიან რეჟიმში პატრულირებდა და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდა.
„ასე ვართ უკვე თვეებია, ჩვენ არაფერი ახალი არ გაგვიგია, როცა მართლა იმედი მქონდა რომ ძალიან მალე გაირკვეოდა და წერტილი დაესმებოდა ამ ჩვენს საქმეს. ჯერჯერობით ისევ არაფერი ვიცით“,- განაცხადა „დიანიუსთან“ საუბრისას ზაქრო ბერძნიშვილის დედამ ხათუნა ბერძნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები