ავღანეთში აფეთქება მოხდა, დაღუპულია 18 ადამიანი

ავღანეთის ქალაქ მადანშახრში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანია დაღუპული, ხოლო 27 – დაშავებული. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა”, ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, თალიბების მიერ დანაღმული ავტომობილი ავღანეთის სპეცდანიშნულების სამსახურის ბაზასთან აფეთქდა.
თავის მხრივ, ტელეარხი “Tolo News” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, სამი თალიბის ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები