ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილის განცხადებას „იაფფასიანს და მდარეს“ უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას პასუხობს და იაფფასიანსა და მდარეს უწოდებს.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ არასწორია, როცა მოსამართლე პოლიტიზირებულია, ის ამით არალეგიტიმურს ხდის თავის მანდატს და კარგავს სანდოობას.
„ამ პროცესში არ არის ადგილი ისეთი მდარე და იაფფასიანი განცხადებებისთვის, ან ისეთი კომიკური ადრესატებისთვის, როგორიც მეთოფიშვილია. ის არ არის ჩემი საპასუხო, მე არ ვთლი, რომ მას უნდა ველაპარაკო, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იმდენად უკვე არალეგიტიმურია თავის მანდატში და დაკარგა აბსოლუტურად რაიმე ტიპის სანდოობა. მე მგონი, რომ ის თვითონვე პასუხობს თავის თავს და იმასაც პასუხობს ჩვენ რისი შეცვლაც გვინდა. ამიტომ, თუ თქვენ გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, მე არ ვკითხულობ იმ მდარე ხარისხის გამონათქვამებს და არ ვარ ამით დაკავებული“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, სერგო მეთოფიშვილმა ეკა ბესელია სასამართლოს პოლიტიზირების მცდელობაში უკვე მესამედ დაადანაშაულა.