იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები