მარნეულში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა

მარნეულში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა.
შემთხვევა, გუშინ საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონა ოთახში ბუნებრივი აირის გამათბობელთან უგონო მდგომარეობაში ნახეს, რის შედეგადაც კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს.
მედიკოსები აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები