ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცეცხლმოკიდებული სახლიდან 40 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცეცხლმოკიდებული სახლიდან დაახლოებით 40 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მომხდარის შესახებ სააგენტო “რია.რუ”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.
“იწვოდა კერძო სახლი, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, საერთო ეზო ჰქონდათ, ცხრა ბინა იყო, რომლებიდანაც 2 დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ევაკუირებულია 39 ადამიანი და 4 გადარჩენილია”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები