„არაგვიჰესის“ მშენებლობა დასრულდა

   ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში „არაგვიჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს დაესწრებიან. პროექტი შპს “ენერგო-არაგვმა”განახორციელა.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წლის თებერვალში დაიწყო და 2014 წლის თებერვალში დასრულდა. „არაგვიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავება 50მლნ.კვტ/სთ-ია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 13 მლნ. აშშ დოლარია. დასაქმებულთა რაოდენობა მშენებლობის სხვადასხვა პერიოდში შეადგენდა 50-120 ადამიანს. ჰესის ოპერირების პერიოდში კი 10 ადამიანი დასაქმდება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, „არაგვიჰესი“ არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც განხორციელდა მხოლოდ ქართული და ევროპული კერძო ინვესტორების თანამშრომლობის შედეგად. სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით, რომელიც დაამზადა ავსტრიულმა კომპანია „კიოსლერმა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები