თურქეთის სანაპიროებთან ჩაძირულ გემს ოთხი უკრაინელი მეზღვაური ემსხვერპლა
თურქეთის სანაპიროებთან სავაჭრო გემის ჩაძირვის შედეგად, ოთხი უკრაინელი მეზღვაური დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას თურქეთში უკრაინის ელჩი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
“დღეს დილით, სამსუნის სანაპიროებთან უამინდობის გამო, სავაჭრო გემი ჩაიძირა. ეკიპაჟის 13 წევრიდან 11 უკრაინის მოქალაქე იყო. სანაპირო დაცვამ ოპერატიულად მოახერხა შესაბამისი ზომების მიღება. სამწუხაროდ, ოთხი ჩვენი თანამემამულის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერს სიბიგა Twitter-ის გვერდზე.
მისი თქმით, ეკიპაჟის 7 სხვა წევრი ქალაქ სამსუნის სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი.