ირაკლი კობახიძე და დეპუტატები ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შვილებთან და დეპუტატებთან ერთად, ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგება.
საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.
საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა ირაკლი კობახიძემ.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს – შობის დღესასწაულს. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ბავშვებს. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და მინდა, რომ ის ყველასთვის იყოს ბედნიერების და სიხარულის წელი”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. შემოწირულობანი ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.
ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს და მისი აღნიშვნის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით 2001 წელს აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები