ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადებული 190 ადამიანი მკურნალობს
ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადებული კიდევ 40 ადამიანია. აღნიშნული დიაგნოზით ამ დროისთვის 190 ადამიანი მკურნალობს, რაც წინა დღესთან შედარებით, 40-ით მეტია. დაავადება, ძირითადად, 3-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. კლინიკებში შესულ ყველა პაციენტს ცხელების, ძლიერი თავის ტკივილისა და განმეორებითი ღებინების სიმპტომები ახასიათებს. მედიკოსების განცხადებით, ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დაიცვან პირადი ჰიგიენა და პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.
ვირუსული მენინგიტის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, მედიკოსები ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავენ.