დღეს წლის ქართული ბრენდები გამოვლინდებიან
დღეს, 26 დეკემბერს, 19:00 საათზე „ბილტმორ თბილისში“ ,,ქართული ბრენდის დღე 2018’’ გაიმართება. „ქართული ბრენდის დღე“ უკვე 16 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე არაერთი ქართული ბრენდი წარმოაჩინა. პროექტის მიზანიც ესაა, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე, მხარი დაუჭიროს საქართველოს ბიზნესში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს და საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია.
კომპანიებს ,,ქართული ბრენდის დღე“ 7 ძირითად ნომინაციაში ავლენს _ ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, ისტორიული ბრენდი და ბრენდ-პერსონა.
განსაკუთრებით ამაღელვებელი სწორედ წლის ბრენდ-პერსონის გამოვლენაა. ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რობერტ სტურუა, გურამ დოჩანაშვილი… _ მათ უკვე მოიპოვეს ეს ტიტული. 2018 წლის ,,ბრენდ-პერსონის“ ვინაობა დღეს გაირკვევა, თუმცა უკვე ცნობილია სპეციალური ჯილდო, რომელიც მას გადაეცემა _ „ოქროს კამერა“!
პროქტის პარტნიორები არიან: საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის მეგობართა კლუბი, ჩარჩოს სახლი ,,პანორამა“, სარეკლამო კომპანია ,,მეგაპრინტი“, „ალექსა არტ ქეიქი“.
მხარდამჭერები – საქართველოს ბიზნეს რეიტინგების კავშირი, ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი’’, „ქალთა ბედნიერება“, ბელა მეტრეველის კლინიკა, ლივ ჰოსპიტალი.
საინფორმაციო მხარდაჭერას კი რადიო „ფორტუნა“, „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, „ტელეიმედი,” „რუსთავი 2“, ჟურნალი „სარკე“, „პრაიმ ტაიმი“, 2020 ნიუსი, ტელეკომპანია პულსი, brandnews.ge , მედიაჰოლდინგი „კვირა“, აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, მედიასააგენტო „კლიპარტი“ უზრუნველყოფენ.
R