თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გელოვანის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მერაბ ალექსიძის, ცაგარელის, ბროწეულის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეფხისტყაოსნის, მელიქ-სურხავის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის და ნუშის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები