ტატუნაშვილის დედა: ჩემი შვილის ტრაგედიამ საქართველო გამოაღვიძა

ჩემი შვილის ტრაგედიამ საქართველო გამოაღვიძა“, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. ის მადლობას უხდის ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, რომ შვილის ცხედრის ნახვის შესაძლებლობა მიეცა.
„იმის იმედიც არ მქონდა, რომ ჩემი შვილის ცხედარს ვნახავდი“, – ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ მკვლელები სათანადოდ დაისჯებიან.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ 7 დეკემბერს მიიღო.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას დაიღუპა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები