ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნება
26 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ქართული კინო“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, არქივში ქართული კინოს გადაღების ისტორიის ამსახველი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ინახება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1920-იან-1980-იან წლების კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი ფოტოები.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება, ასევე ქართული მხატვრული ფილმების აფიშები.