გიორგი ტყემალაძე: მერის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საკრებულოში მნიშვნელოვანი მოვლენაა თვითმმართველობის როლის გაძლიერებითვის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს ისმენენ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მერის მიერ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის ჩაბარება მნიშვნელოვანი მოვლენაა თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის.
„ანგარიში, რომელსაც დედაქალაქის მერი წარადგენს, თბილისში განხორციელებულ იმ მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულდა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, ყურადღებით მოვისმინოთ ანგარიში. დარწმუნებული ვარ, იქნება საინტერესო მოსაზრებები, ვიქნებით საქმეზე ორიენტირებული და გვექნება საგნობრივი განხილვა“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება ასევე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები