სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი და ახლოს მდებარე დამხმარე შენობა-ნაგებობა დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 210 კვ.მ ფართობი. შემთხვევის ადგილზე კი ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები