„დაობლდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი” – სამტრედიაში უბედურმა შემთხვევამ მამაკაცი იმსხვერპლა

რკინიგზის სადგურ სამტრედიაში უბედური შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა.
„დაობლდა ორი არასრულწლოვანი ბავშვი!
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრეომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს “საქართველოს რკინიგზა” და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს.
აგრეთვე ძალაში შევიდა და ამოქმედდა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში!“ – აცხადებენ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები