დავით სერგეენკო: იანვრიდან ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება

„იანვრიდან ორ საკმაოდ გავრცელებულ და ფინანსურად ძალიან მტკივნეული დაავადებებისთვის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2018 წლის საქმიანობის შეაჯამებისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.
„მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. საკუთრივ ფარმაცევტული ბაზარი ძალიან დიდია, ნახევარ მილიარდზე მეტია და ამ მედიკამენტების ყველაზე მეტი მომხმარებლები არიან ასაკოვანი ადამიანები, რადგანაც ქრონიკულ დაავადებებს ასე ახასიათებს.
2018 წლის სექტემბერში ჩამონათვალს დაემატნენ პენსიონრები და შშმ პირები. ადამიანები, რომლებიც არ შედიოდნენ ამ ჯგუფებში, დიაბეტის მეორე ტიპის წამალზე მნიშვნელოვნად გაეზარდათ წვდომა, ფასები შემცირდა. ეს ჩამონათვალი უკვე გაფართოვდა. წლის ბოლოდან დაემატება და გაიზრდება 30-მდე, რაც ნიშანდობლივია. ორი საკმაოდ გავრცელებული და ფინანსურად ძალიან მტკივნეული დაავადებებისთვის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე ფასები განახევრდება. ეს მოხდება წლის ბოლოს, პრაქტიკულად იანვრიდან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები